რუსეთ-უკრაინას შორის ომი მიმდინარეობს. საფეხბურთო ლიგები, კლუბები და ფეხბურთელები უკრაინას მხარს უჭერენ.
პრემიერ ლიგამ სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელა:
“პრემიერ ლიგა და ჩვენი კლუბები მთელი გულით უარს აცხადებენ რუსეთის ქმედებებზე და ამ შაბათ-კვირას ყველა მატჩზე უკრაინის მოსახლეობას მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და ჩვენი აზრები მათთანაა, ვინც ომში მონაწილეობას იღებს.
უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადება პრემიერ ლიგის ყველა მატჩზე იქნება თვალსაჩინო.” – წერია პრემიერ ლიგის განცხადება.
შეგახსნებთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ომი 24 თებერვალს განთენიისას დაიწყო.
#FootballStandsTogether pic.twitter.com/QpP8pfDsFh
— Premier League (@premierleague) March 2, 2022








