პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ რუსეთის ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში თამაშზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და პოლონეთის ნაკრებების შეხვედრა 24 მარტს მოსკოვში უნდა გამართულიყო.
აღნიშნულ ამბავს პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკიც გამოეხმაურა.
“ვერ წარმომიდგენია რუსეთის ნაკრებთან თამაში მაშინ, როდესაც შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინაში გრძელდება რუსი ფეხუბრთელები და ქომაგები არაფერ შუაში არიან, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამ მოვლენების იგნორირება“, – ამბობს ლევანდოვსკი.








