რობერტ ლევანდოვსკიმ სეზონის ბოლოს შესაძლოა „ბაიერნი“ დატოვოს. არა, რეკორდმაისტერები თავისი ნებით პოლონელ ფორვარდთან შელევას არ აპირებენ, მაგრამ როგორც უცხოური მედია ირწმუნება, თავად ლევანდოვსკის სურს ძალები სხვა ქვეყნის ჩემპიონატში – კერძოდ პრემიერლიგაში მოსინჯოს.
როგორც პოპულარული გამოცემა ESPN იუწყება, რობერტ ლევანდოვსკის თვალი ერთბაშად სამმა გრანდმა – ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებმა – „ჩელსიმ“ და „მანჩესტერ სიტიმ“ და ასევე „პსჟ“-მ დაადგა.
არისტოკრატებში დიდად კმაყოფილნი არ არიან გერმანელი ლეგიონერის ტიმო ვერნერის გარჯით, „ქალაქელები“ კი სეზონის ბოლოს სერხიო აგუეროს წასვის გადაწყვეტილებამ ჩააფიქრა, ხოლო პარიზული გრანდი ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რომ კილიან მბაპეს შეინარჩუნებს.
„ბაიერნი“ 32 წლის რობერტ ლევანდოვსკიში მინიმუმ 60 მილიონ ევროს ითხოვს.





