საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის “დინამომ” სტუმრად 4:0 დაამარცხა სან მარინოს “ტრე პენე” და საპასუხო მატჩის წინ აშკარა ფავორიტია. ამ შეხვედრის მე-18 წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გოლი გაიტანა.
ამ გოლით დინამო ბათუმის ლიდერი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც გოლის გატანა შეძლო, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპალიგაზე, ასევე კონფერენსლიგაზე.
2016/17 წლების სეზონში მან “დინამო” თბილისის შემადგენლობაში გაიტანა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. 2013/14 წლების სეზონში მან ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიტანა საჩხერის “ჩიხურას” შემადგენლობაში. ახლა კი ახალი ტურნირის ჯერი დადგა. როგორც ხედავთ, ჯაბამ სამ სხვადასხვა ტურნირზე პირველი გოლები სამი სხვადასხვა კლუბის მაისურით გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ჯიღაურმა ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 20 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა.








