ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, საქართველოს ჩემპიონატის მატჩს ქალი არბიტრები მოემსახურნენ.
ქალ მსაჯთა ბრიგადამ ხათუნა მაისურაძის ხელმძღვანელობით ეროვნული ლიგის დასკვნით ტურში, საბურთალოსა და სამტრედიას შორის გამართული შეხვედრა განსაჯა.
ამით, ეროვნული ლიგა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა.
კამპანია მიზნად ისახავს ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ამ საკითხის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას. ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.
რაც შეეხება შეხვედრას, ის საბურთალოს გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.