საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფის ლიდერი შვედეთი ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ იტალიურმა გამოცემა “La Gazzetta dello Sport” – მა ქართველ ფეხბურთელს სტატია მიუძღვნა და “მილანს” დაუკავშირა.
“20 წლის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით გარკვეული პერიოდის განმავლობაში “მილანი” ძალიან იყო დაინტერესებული. სცენაზე დგას და დიდი მოთამაშის ევროპაში გადასვლას ელოდება.
ხვიჩას აღზევება იწყება “დინამოდან” ისევე როგორც ყოფილი “როსონერო” კახა კალაძე, რომელთანაც, როგორც ჩანს, უკვე ისაუბრა “მილანის” გარემოცვამ კვარაცხელიას შესახებ მეტის გასაგებად.
“მილანი” მას პიოლისთვის ფლანგების იდეალურ გაძლიერებად გამოიყენებდა, იმის გათვალისწინებით, რომ ის მარტივად თამაშობს როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ. თუმცა, მას სხვა ტოპ ევროპული კლუბებიც აკვირდებიან და მომავალშიც შეეცდებიან მის მოპოვებას. ამ დროისთვის ხვიჩა აგრძელებს მოჯადოებას და ელოდება სწორ ზარს, შესაძლოა, სწორედ იტალიური გრანდიდან”, – წერს იტალიური გამოცემა.








