იტალიურმა გამოცემებმა ბოლო დროს ახალგაზრდა ქართველ ვინგერ ხვიჩა კვარაცხელიაზე ყურადღება ძალიან გაამახვილეს.
რამდენიმე დღის წინ, TuttoMercato-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერდა, რომ 20 წლის რუბინის მოთამაშით იუვენტუსი, მილანი და დორტმუნდის ბორუსია ინტერესდებიან.
სწორედ ამ თემას გამოეხმაურა pianetamilan.it, რომელმაც ქართველზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა დაახასიათა.
„სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე რამდენიმე თვე დარჩა და მალდინი და მასარა გარიგებების გასაჩარხად მზად იქნებიან. ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების პერსპექტივიდან გამომდინარე, მილანის მიზანი უფრო კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნაა. გუშინდელ შეხვედრაში, რომელშიც როსონერი მანჩესტერს დაუპირისპირდა, პიოლის ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ გრანდებთან ტოლ-სწორად თამაში შეუძლიათ, მაგრამ შემადგენლობის გაძლიერება მაინც აუცილებელია.
TuttoMercato-ს ინფორმაციით, მილანი რუბინის ახალგაზრდა ფეხბურთელს უმიზნებს. საუბარი 2001 წელს დაბადებულ ხვიჩა კვარაცხელიაზე გვაქვს. ის მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ ფლეიმეიქერისა და მარჯვენა ვინგერის ფუნქციების შეთავსებაც შეუძლია. მისი სპეციალობა საგოლე გადაცემების დარიგებაა. მიმდინარე სეზონში გამართულ 18 შეხვედრაში მან თანაგუნდელებს 7-ჯერ გაატანინა. ამასთან, ხვიჩამ მეტოქეთა კარი 2-ჯერ თავად აიღო.
მოკლედ რომ ვთქვათ, კვარაცხელია საინტერესო ფეხბურთელია. კლუბის მფლობელი, Elliott Management Corporation ასეთ ტალანტებზე აქცენტს ყოველთვის აკეთებდა, რადგან მათ კომპანიისთვის შემოსავლის მოტანა შეუძლიათ, თუმცა კონკურენცია საკმაოდ დიდია. კვარაცხელიას გადაბირებით იუვენტუსი და დორტმუნდი ინტერესდებიან.
ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ კვარაცხელია მალდინისა და მასარას მიერ შედგენილ სიაში ნამდვილადაა“, – დაწერა Pianetamilan.it-მა.





