სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ სახეობაში 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფრიდონ აბულაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა 1/8 ფინალში ყირგიზი მეტოქე 3:2 დაამარცხა, 1/4 ფინალში რუმინელ მეტოქეს 7:4 მოუგო, ნახევარფინალში ირანელ მეტოქესთან 5:3 დამარცხდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი უზბეკ მეტოქეს სძლია და კუთვნილი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აბულაძემ საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი მოუპოვა, გუშინ ჩემპიონი ფრიდონის მოგვარე ლერი აბულაძე გახდა.





