ბრიტანულ გამოცემა Goal.com-ის ინფორმაციით, ლონდონის ჩელსის მთავარ მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი, გუნდში დანიშვნიდან 18 თვის შემდეგ, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
Frank Lampard OUT ❌
Thomas Tuchel IN ✅Have Chelsea made the right decision? 🤔
— Goal (@goal) January 25, 2021
მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ჩელსის ხელმძღვანელებმა ტრანსფერებში 200 მილიონზე მეტი დახარჯეს, თუმცა შედეგები საშინელია.
ჩელსის 19 ტურის შემდეგ მხოლოდ 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებენ. უკანასკნელ პერიოდში კი მისი დათხოვნის საკითხი საკმაოდ აქტუალური გახდა და როგორც ჩანს ის სისრულეში უკვე მოიყვანეს.
ლამპარდის შემცვლელი გერმანელი სპეციალისტი ტომას ტუხელი იქნება, ის პსჟ-დან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს, მანამდე კი მაინცს და დორტმუნდის ბორუსიას თავკაცობდა.





