ფლორენციის ფიორენტინამ გუნდის მთავარ მწვრთნელად ჯენარო გატუზოს დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.
Gennaro Gattuso è il nuovo allenatore della Fiorentina 🤝#ForzaViola 💜 #Fiorentina#ViolaArt by @PainterBeard 🎨
— ACF Fiorentina (@acffiorentina) May 25, 2021
43 წლის გატუზომ თანამდებობაზე ჯუზეპე იაკინი შეცვალა, რომელიც გუნდს მწვრთნელს ამ წლის მარტიდან მუშაობდა.
„ინსაიდერი“ ნიკოლო შირას ინფორმაციით მხარეებმა ხელშეკრულება 2+1 სისტემით გააფორმეს.
Benvenuto, Rino Gattuso ⚜️#ForzaViola 💜 #Fiorentina pic.twitter.com/CeOrar4znd
— ACF Fiorentina (@acffiorentina) May 25, 2021
გასულ სეზონში ფიორენტინამ სერია A-ს ცხრილში მე-13 ადგილი დაიკავა, ხოლო გატუზოს გაწვრთნილმა ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის საგზური ხელიდან ბოლო ტურში გაუშვა და ის იუვენტუსს „დაუთმო“.
გატუზო ნეაპოლიტანურ გუნდში 2019 წლიდან მუშაობდა, მისთვის პირველ სეზონში კი სამხრეთელებმა მე-7 ადგილი დაიკავეს.





