კატალონიური ბარსელონას ახალგაზრდა ნახევარმცველმა პედრიმ, ესპანეთის ეროვნულ გუნდში მიწვევის შემდეგ, კლუბის მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანზე დადებითად ისაუბრა.
„ჩემი ეროვნულ ნაკრებში მოვხვედრა, რონალდ კუმანის დამსახურებაა. მწვრთნელი კლუბში მუშაობის დაწყებისთანავე ყურადღებას ახალგაზრდებზე ამახვილებს. მე მისი ძალიან მადლიერი ვარ. მწვრთნელი მხარს მიჭერს, მე ნამდვილად ვაფასებ ამას და მინდა მას ჩემი რწმენის გამო ვუპასუხო.
ეროვნულ ნაკრებში კარგად მიმიღეს. მე რა თქმა უნდა ჯორდის [ალბა] და ბუსის [სერგი ბუსკეტსი], ასევე ბიჭებს, რომლებიც ესპანეთის ახალგაზრდულ გუნდში იყვნენ ვიცნობ. მათთან ადაპტაცია ბევრად უფრო მარტივია.
გუნდის ყველა სხვა მოთამაშე შესანიშნავი ადამიანები არიან. ძალიან მომწონს ფეხბურთი, რომელსაც გუნდი ლუის ენრიკეს მეთაურობით თამაშობს. დარწმუნებული ვარ, რომ აქ ბევრი რამის სწავლა შემიძლია და მას კარგად მოვერგები,“– განაცხადა პედრიმ.





