საქართველოს ნაკრების 25 წლის შუახაზელმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. ადმირალ ბუნდესლიგის მე-9 ტურის მატჩში გრაცის “შტურმი” ვენის “რაპიდს” ესტუმრა და გამანადგურებელი ანგარიშით 0:3 დაამარცხა.
შეხვედრის 38-ე წუთზე კელვინ იებოამ ოთარ კიტეიშვილის საგოლე გადაცემით ანგარიში გახსნა. მატჩის 82-ე წუთზე კი ივან ლიუბიჩმა კიტეიშვილის საგოლე პასით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კიტეიშვილმა ადმირალ ბუნდესლიგაში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გრაცის “შტურმი” მომდევნო შეხვედრას ევროპა ლიგაზე პსვ-ს წინააღმდეგ გამართავს.








