საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გრაცის “შტურმის” ნახევარმცველის ოთარ კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ის მინდორს მალე დაუბრუნდება. ამის შესახებ ავსტრიული მედია წერს.
ოთარი საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში იყო 2 სექტემბერს, როდესაც “ჯვაროსნები” ბათუმში კოსოვოს დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. ოთარმა კი შეხვედრის სტარტზევე მიიღო ტრავმა და მე-12 წუთზე მის ნაცვლად ჯაბა ჯიღაური ჩაერთო თამაშში.
რეზონანსული კვლევები ავსტრიაში ჩაუტარდა და როგორც ირკვევა, ოთარს მხოლოდ კუნთის უმნიშვნელო სტრუქტურული დაზიანება აქვს და თამაშს მალე მოახერხებს.
დიდი ალბათობით “შტურმი” მაინც არ გარისკავს და კიტეიშვილს არ დატვირთავს ბუნდესლიგის მომდევნო ტურში. შემდეგი კვირიდან კი ქართველი ნახევარმცველის მინდორზე გამოჩენას უნდა ველოდეთ.





