19 აპრილს ვარშავაში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი. პოლონეთის დედაქალაქში გაშლილ ლეიბზე თავდაპირველად საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ.
პირველ საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის ბრძოლაში 4 წონითი კატეგორიის ფალავნები ჩაებნენ. გიორგი იანტბელიძის გაწრთვნილთაგან ბედი ნიკა კენჭაძემ (79 კგ), ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ), ბექა ბუაჯიშვილმა (57 კგ) და დათო ტლაშაძემ (70 კგ) სცადეს.
ქართველ გულშემატკივართა გასახარად, ნიკა კენჭაძემ და ელიზბარ ოდიკაძემ ნახევარფინალში გააღწიეს. კენჭაძემ ჯერ უკრაინელი და შემდეგ რუსი მეტოქეები დაამარცხა, ხოლო ოდიკაძემ მაკედონიელ და ბელარუს ფალავნებს სძლია.
ფინალში გადასასვლელად ნიკა კენჭაძე სლოვაკეთის წარმომადგენელ გულაევს, ხოლო ელიზბარ ოდიკაძე თურქ კარადენიზს დაეჭიდება.
ნახევარფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.








