ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა.
74 კგ წონით კატეგორიაში, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ნიკა კენჭაძემ სომეხი სპორტსმენი დიდი უპირასტესობით – 10:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი გენო პეტრიაშვილმა მოუტანა.








