ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში გრაცის “შტურმის” ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი შეიყვანეს. ქართველ ნახევარმცველს Sky Sport Austria-ს საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ქულებით რიგით მე-5 მაჩვენებელი აქვს.
კიტეიშვილმს ვენის “რაპიდთან” ბრწყინვალე თამაში ჩაატარა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ოთარს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩი აქვს ჩატარებული. მან 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.
გრაცის შტურმს 9 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 ოქტომბერს, სტუმრად “ჰარტბერგს” შეხვდება.








