ქუთაისის „ტორპედომ“ საფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პირველი ტრანსფერი განახორციელა. კახა ჩხეტიანის გუნდმა 24 წლის ნახევარმცველი, ლევან წოწონავა დაიმატა. ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას ქუთაისური კლუბი მოგვიანებით გაავრცელებს.
ასევე, ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ტორპედოში“ როინ კვასხვაძე და მათე ცინცაძე დაბრუნდნენ, თუმცა ქუთათურებს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.
რაც შეეხება წოწონავას, 24 წლის ფეხბურთელი ბოლოს გორის „დილას“ ღირსებას იცავდა და ბოლო სეზონში აღნიშნული კლუბის შემადგენლობაში 9 შეხვედრა ჩაატარა.








