ქუთაისის “ტორპედოს” 26 წლის ფეხბურთელი ალეკ მუდიმუ ზიმბაბვეს ნაკრებში გამოიძახეს.
ზიმბაბვეს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს 11 და 14 ნოემბერს გამართავს.
ალეკ მუდიმუ ზიმბაბვეს ნაკრებში საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია, მას ეროვნულ გუნდში 22 მატჩი აქვს ჩატარებული.
26 წლის ფეხბურთელი ქუთაისურ კლუბში ყოფნის დროს თავის ნაკრების განაცხადში ზედიზედ მეორედ მოხვდა.





