რომის ლაციოს ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ მილანის ინტერი ოფიციალურად ჩაიბარა და გუნში ახალი ეპოქა იწყება.
🚨 | ANNUNCIO
Simone Inzaghi è il nuovo allenatore dell'Inter! ⚫🔵
👉 https://t.co/dkHJDP4Ler#WelcomeSimone #IMInter pic.twitter.com/Z0sQLaukIB
— Inter 🏆🇮🇹 (@Inter) June 3, 2021
45 წლის სპეციალისტმა „ნერაძურისთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სიმონე ანტონიო კონტეს შეცვლის, რომელმაც გასულ სეზონში მილანური კლუბი იტალიის ჩემპიონატში გამარჯვებამდე მიიყვანა.
ინძაგი ლაციოს ფეხბურთელი 1999 წლიდან 2010 წლამდე იყო, გუნდთან ერთად სერია ა, იტალიის თასი (სამჯერ) და იტალიის სუპერთასი, ასევე უეფას სუპერთასი მოიგო.
2016 წლიდან 2021 წლამდე რომის გუნდს ხელმძღვანელობდა, მან გუნდთან ერთად იტალიის თასი და ორჯერ იტალიის სუპერთასი მოიგო.





