როგორც იქნა ალეხანდრო „პაპუ“ გომესის სატრანსფერო საგა დასრულდა. არგენტინელი შემტევი კარიერას ანდალუსიურ სევილიაში გააგრძელებს.
ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა და ფეხბურთელი საზოგადოებას წარუდგინა.
▶️ Astros argentinos del #SevillaFC dan la bienvenida al Papu Gómez al Ramón Sánchez-Pizjuán. 👋🏻 🇦🇷#WeareSevilla #NuncaTeRindas pic.twitter.com/ZRr9XKbce1
— Sevilla Fútbol Club (@SevillaFC) January 26, 2021
32 წლის ფეხბურთელმა, ანდალუსიელებთან 3.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, სევილიამ ბერგამოელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც მომავალში ბონუსების სახით, 2.5 მილიონი ევროც დაემატება.
შეგახსენებთ, რომ ალეხანდრო გომესს, მიდტიულანდთან მატჩის შემდეგ, ატალანტას მთავარ მწვრთნელთან, გასპერინისთან ურთიერთობა საკმაოდ დაეძაბა. ამის შემდეგ, არცერთი მხარე მალავდა იმ ფაქტს, რომ კლუბისა და ფეხბურთელის გზები უახლოეს მომავალში გაიყრებოდა.
პაპუ გომესი ატალანტაში 2014 წლის ზაფხულში, უკრაინული მეტალისტიდან გადავიდა. ბერგამოელთა მაისურით ჩატარებულ 252 შეხვედრაში, არგენტინელი შემტევი 59 გოლითა და 71 საგოლე გადაცემით გამოირჩა.





