ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოჯნაროვსკის ინფორმაციით, ორლანდო მეჯიქმა და ჩიკაგო ბულსმა მონტენეგროელი ცენტრის ნიკოლა ვუჩევიჩის (2,11 მ, 118 კგ) გაცვლაზე მოილაპარაკეს.
ნიკოლას ჩიკაგოში ალ-ფარუქ ამინუ შეუერთდება, სანაცვლოდ ორლანდოელები ოტო პორტერს, ვენდელ კარტერს და პირველი რაუნდის ორ არჩევანს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში ორლანდოელები ფორვარდ აარონ გორდონსაც მალე გაცვლიან, ეს თავად ახალგაზრდა ფორვარდმა მოითხოვა. ჩიკაგო კი, თავის მხრივ პელიკანსის გამთამაშებელი ლონზო ბოლისთვის ბრძოლას აგრძელებს.
30 წლის ვუჩევიჩი ამ სეზონში საშუალოდ 24,5 ქულას და 11,8 მოხსნას აგროვებს, ის სამქულიანებს 40,5%-ით ისვრის. მონტენეგროელს კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს, ერთ სეზონში ის დაახლოებით 24 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.








