41 წლის მწვრთნელი ლევან კორღალიძე “საბურთალოში დაბრუნდა. ახალგაზრდა სპეციალისტმა თბილისურ გუნდში ხვიჩა შუბითიძე ჩაანაცვლა, რომელმაც გუნდი დღეს ურთიერშეთანხმების საფუძველზე დატოვა.
კორღალიძე თბილისურ გუნდს 2021 წლის 14 აპრილამდეც წვრთნიდა. ახალგაზრდა სპეციალისტს ასევე თბილისის “ლოკომოტივშიც” უმუშავია.
კორღალიძემ “საბურთალოში” გადმოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარო გააკეთა:
„მოხარული ვარ, რომ „საბურთალოში“ დავბრუნდი. მივიღე შეთავაზება ჩემი ყოფილი კლუბისგან, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი.
„საბურთალოდან“ წასვლის შემდეგ, ყოველთვის მქონდა განცდა იმისა, რომ შეთავაზების შემთხვევაში აუცილებლად დავთანხმდებოდი და გვერდში დავუდგებოდი ამ კლუბს.
მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომლებმაც მომცეს საშუალება კიდევ ერთხელ მომესინჯა ძალები „საბურთალოში“ – განაცხადა ლევან კორღალიძემ.





