25 წლის თავდამსხმელმა, ჯოვინო ფლამარიონმა ბათუმის “დინამოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაციას აჭარული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ახალგაზრდა შემტევმა ბათუმურ გუნდთან ხელშეკრულება 2023 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.
ბრაზილიური წარმოშობის ფეხბურთელი ბათუმის “დინამოში” თავდაპირველად 2017 წელს ჩაირიცხა, აჭარაში 3 წლიანი თამაშის შემდეგ ჯოვინო ვოლგოგრადის “როტორს” შეუერთდა, თუმცა ბათუმში მალევე დაბრუნდა და კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონატიც მოიგო.
ფლამარიონი 2020 წელს ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. საბოლოო ჯამში, 25 წლის ფეხბურთელმა ბათუმის “დინამოს” მაისურით ჩატარებულ 91 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ჯოვინო ფლამაირონმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ვილი სანიოლს მისი გამოძახების უფლებაც ექნება.





