ინგლისის ნაკრებისა და არსენალის ყოფილი ნახევარმცველი ჯეკ უილშირი, რომელიც ბოლოს ლონდონურ ვესტ ჰემში ირიცხებოდა კარიერას ბორნმუთში გააგრძელებს.
#WilshereAnnounced ☑️ pic.twitter.com/PjszyhiYWX
— AFC Bournemouth 🍒 (@afcbournemouth) January 18, 2021
29 წლის ნახევარმცველი ბორნმუთის ღირსებას 2016-2017 წლების სეზონში იჯარის წესით იცავდა და მის შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა.
ჯეკმა ვესტ ჰემთან კონტრაქტი ოქტომბერში გაწყვიდა და ბოლო რამდენიმე კვირა სწორედ „ალუბლებთან“ ერთად ვარჯიშობდა.





