24 წლის ფეხბურთელი, ირაკლი ბუღრიძე კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. ინფორმაციას იმერული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
ირაკლი გასულ სეზონში გორის “დილას” ღირსებას იცავდა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გორული გუნდის მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ირაკლის სხვადასხვა დროს საჩხერის “ჩიხურაში”, ბელგიურ “ბეესხორტში”, თბილისის “ლოკომოტივში”, თბილისის “დინამოსა” და საჩხერის “ჩიხურაში” უთამაშია.






