მადრიდის რეალის ლეგენდარული მეკარე, იკერ კასილასი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ინფორმაცია რეალის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.
39 წლის ვეტერანი გოლკიპერი კლუბში გენერალური დირექტორის ასისტენტი იქნება.
იკერ კასილასმა პროფესიონალური კარიერის განმავლობაში რეალის შემადგენლობაში 25 წელი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან კლუბთან ერთად 19 ტიტული მოიგო: 3 ჩემპიონთა ლიგა, 3 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერ თასი, 5 ესპანეთის ლა ლიგა, 2 კოპა დელ რეი, 4 ესპანეთის სუპერთასი.
მან ესპანეთის ნაკრებში 167 შეხვედრა ჩაატარა, რა დროსაც ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატი და ორჯერ ევროპის ჩემპიონატი მოიგო.





