მილუოკი ბაქსის სუპერვარსკვლავმა ფორვარდმა იანის ანტეტოკუნმპომ განაცხადა, რომ ის კლუბთან სუპერ მაქსიმალურ კონტრაქტს გააფორმებს.
NBA-ს რეგულარული სეზონის ორგზის MVP მომავალი 5 წლის განმავლობაში 228,3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
The Athletic and Stadium-ის ანალიტიკოსი შემს შარანიას განცხადებით, ეს NBA-ს ისტორიაში ყველაზე დიდი კონტრაქტი იქნება.
Breaking: Giannis Antetokounmpo says he is signing a contract extension with the Milwaukee Bucks. The two-time MVP will sign a five-year, $228.2 million supermax extension with the franchise, the largest deal in NBA history, sources tell @TheAthleticNBA @Stadium.
— Shams Charania (@ShamsCharania) December 15, 2020
კონტრაქტის მოიცავს პუნქტს, რომლის მიხედვითაც, მხარეებს ხელშეკრულების ნაადრევი შეწყვეტა 2025 წელს შეეძლებათ.
ახალი გარიგებით,ანტეტოკუნმპო მილუოკისთან მომდევნო ექვსი სეზონის განმავლობაში გარანტირებულად 256 მილიონი აშშ დოლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ იანის ანტეტოკუნმპო (26 წლის, 211 სმ) ბაქსმა 2013 წლის დრაფტზე მე-15 პიკად აირჩია. შვიდი სეზონის განმავლობაში ბერძენი თავდამსხმელი საშუალოდ 20,1 ქულას, 8,9 მოხსნას, 4,3 შედეგიან გადადემას, 1,2 ჩაჭრას და 1,3 დაფარებას აგროვებს.
„შეშლილი ბერძენი“ ლიგის MVP ზედიზედ ორჯერ გახდა (2019, 2020), ხოლო All-Star-ის მატჩში მონაწილეობა ოთხჯერ მიიღო (2017-2020).








