29 წლის თავდამსხმელი, ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს. ინფორმაციას აჭარული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გამოცდილი ფეხბურთელი ბათუმურ გუნდს ყაზახური “ტობოლიდან” შეუერთდა. ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
ელგუჯა ბათუმის “დინამოს” ღირსებას 2016 წელსაც იცავდა. 29 წლის ფეხბურთელმა აჭარულ გუნდში ჩატარებულ 3 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
ლობჯანიძეს სხვადასხვა დროს “კაისარში”, “რუსთავში”, “ვიტ ჯორჯიაში”, ქობულეთის “შუქურაში”, “ორენბურგსა” და “ტარაზში” უთამაშია.
29 წლის ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. ლობჟანიძემ “ჯვაროსნების” მაისურით 9 შეხვედრა ჩაატარა.





