ატლეტიკომ განაცხადა, რომ მათ სუპერლიგის სხვა დამფუძნებელ კლუბებს ტურნირიდან გამოსვლის შესახებ აცნობეს.
„ატლეტიკოს დირექტორთა საბჭოს წევრები ოთხშაბათს დილით შეიკრიბა, მათ გადაწყვიტეს, რომ სუპერ ლიგასა და ტურნირის დანარჩენი დამფუძნებელ კლუბებისთვის ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინათ.
კლუბისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გულშემატკივრების ყველა ჯგუფთან ჰარმონიული ურთიერთობაა, ეს „როხიბლანკოს“ ოჯახად ხდის.
პირველი გუნდის ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა კლუბის გადაწყვეტილების გამო კმაყოფილება გამოხატეს, გაითვალისწინეს, რომ სხვა კრიტერიუმებთან შედარებით სპორტული დამსახურება პირველ ადგილზეა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამრიგად, ამ დროისთვის სუპერლიგის 12 დამფუძნებელი კლუბიდან, ტურნირიდან გასვლის შესახებ მხოლოდ რეალს, ბარსელონას, მილანსა და იუვენტუსს არ განუცხადებიათ.





