ბირმინგემის ასტონ ვილამ მარსელის ოლიმპიკიდან ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი, მორგან სანსონი შეიძინა.
ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა და მოთამაშე უკვე წარადგინეს კიდეც.
Welcome to Aston Villa, @Morgan_Sanson8! 🟣#WelcomeMorgan
— Aston Villa (@AVFCOfficial) January 26, 2021
ასტონ ვილამ 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 14 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა, რასაც სამომავლოდ ბონუსების სახით 1.5 მილიონი დაემატება. ფეხბურთელმა კი ინგლისურ კლუბთან 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მორგან სანსონი მარსელში 2017 წლის იანვარში, 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ მონპელიედან გადავიდა. ოლიმპიკის მაისურით ჩატარებულ 157 შეხვედრაში, მის ანგარიშზე 25 გოლი და 22 საგოლე გადაცემაა.








