ტოკიოს ოლიმპიადამდე, ქართული დელეგაციის წევრები, სპორტსმენები და მწვრთნელები, კავკასიის მედიცინის ცენტრში „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრნენ.
კოვიდვაქცინაცია, დელეგაციის წევრებისთვის, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად დაგეგმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უშუალო ჩართულობით, სწორედ „ფაიზერის“ ვაქცინით განახორციელა.
ვაქცინაციის პროცესს, ზურაბ კახაბრიშვილის გარდა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი, ლერი ხაბელოვი და ვიცე პრეზიდენტი, გუჯა ბერიშვილი დაესწრნენ.





