UEFA-ს ოფიციალურ გვერდთან გაკეთებულ კომენტარში, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა, ლეპციგის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მე -6 ტურის მატჩის მოლოდინებზე ისაუბრა.
„ასეთი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია, ის პლეი ოფის მატჩს ჰგავს . ვფიქრობ მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელებს, ყველა საჭირო თვისება აქვთ.
ჩვენ ასეთი მატჩებით ვცხოვრობთ. შეუძლებელია პირველ მატჩზე არ ვიფიქროთ, ჩვენ იქ ბევრი რამ სწორად მოვიმოქმედეთ, კარგად მოვემზადეთ და კარგად ვიცით, რომ ლაიფციგი ძალიან არაპროგნოზირებადი გუნდია.
კონცენტრაცია ბოლომდე არ უნდა დავკარგოთ, რადგან თუ ამას დავუშვებთ, ისინი აუცილებლად დაგვსჯიან“ – განაცხადა ოლემ.
შეგახსენებთ, რომ ხსენებულ ორ გუნდს 9 ქულა აქვს, ისევე როგორც საფრანგეთის ჩემპიონს და გასული სეზონის ფინალისტს პსჟ-ს, რომელსაც 1/8 ფინალის საგზური ფაქტობრივად განაღდებული აქვს.









