28 წლის ნოდარ იაშვილი კარიერას “საბურთალოში” გააგრძელებს. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
იაშვილი ლევან კორღალიძის გუნდს თბილისის “დინამოდან” შეუერთდა.
დედაქალაქურმა გუნდმა უკვე მეორე ტრანსფერი გააკეთა, აქამდე გუნდს ლაშა შინდაგორიძე შეუერთდა.
ნოდარმა გასულ სეზონში თბილისის “დინამოს” მაისურით 9 შეხვედრა ჩაატარა.
28 წლის ფეხბურთელი “საბურთალოს” ღირსებას აქამდე 2015-2018 წლებში იცავდა, გამოცდილ ფეხბურთელს “ვიტ ჯორჯიაშიც” უთამაშია.





