29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებით ბასილაშვილი მე-9 ნომრად იქნება განთესილი.
ტურნირი 20-დან 26 სექტემბრამდე ჩატარდება,რომლის საპრიზო ფონდიც 586 140 ევროა.
MOSELLE OPEN – ზე ნიკოლოზმა ყველაზე წარმატებულად 2017 წელს ითამაშა, როდესაც ნახევარფინალამდე მივიდა და ფრანგ ბენუა პერთან წააგო. 2018 და 2019 წლებში ნიკოლოზმა მეოთხედფინალში ითამაშა, შარშან კი ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარებულა.





