გერმანიის ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი, ნიკლას ზულე კარიერას “დორტმუნდში” გააგრძელებს. ინფორმაციას გერმანული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გამოცდილი მცველი სეზონის მეორე ნახევარს “ბაიერნში” გაატარებს, შემდეგ კი თავის ახალ გუნდს შეუერთდება.
ზულემ “დორტმუნდთან” ხელი 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა.
26 წლის მცველმა მიუნხენის “ბაიერნთან” ერთად 1 ჩემპიონთა ლიგა, 4 ბუნდელსლიგა, 2 გერმანიის თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 4 გერმანიის სუპერთასი და 1 ევროპის სუპერთასი მოიგო.
ნიკლას ზულემ მიუნხენის იულიან ნაგელსმანის გუნდში ჩატარებულ 159 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
✍️ Der #BVB hat zur Saison 2022/23 den deutschen Nationalspieler Niklas #Süle (26) verpflichtet.
Der Innenverteidiger steht gegenwärtig noch in Diensten des FC Bayern München. Sein Vertrag dort läuft im Sommer 2022 aus.
— Borussia Dortmund (@BVB) February 7, 2022








