როგორც ჩანს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჰარი კეინისთვის აღარ იბრძოლებს. წითელ ეშმაკებს რამდენიმე სერიოზული ტრანსფერის გასაჩარხად ფინანსები არ ჰყოფნის, ამიტომაც არჩევანი ჯეიდონ სანჩოზე შეაჩერეს.
ინგლისელი ფეხბურთელი ამჟამად დორტმუნდის ღირსებას იცავს, თუმცა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომავალი სეზონიდან მანჩესტერული გრანდის ღირსებას დაიცავს.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ გერმანულ კლუბს სანჩოს სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს გადაუხდის. აღნიშნულ ინფორმაციას პოპულარული ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს.
აწ უკვე დასრულებულ სეზონში, 21 წლის სანჩომ ბუნდესლიგაში 36 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.








