ტორონტოს პირველობიდან გამოვარდნის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდენვო ტურნირი ცინცინატის მასტერსი იქნება.
ტურნირი ოფიციალურად დღეიდან იწყება, თუმცა საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელს თამაში ხვალ, თბილისის დროით 18:00 საათიდან მოუწევს, მეტოქე კი 34 წლის იტალიელი ფაბიო ბონინი იქნება.
ნიკას მეტოქე ATP-ის რეიტინგში ამ დროისთვის 36-ე პოზიციაზე იმყოფება, ნიკა კი 42-ზე. ჩოგბურთელები ისტორიის განმავლობაში ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.








