საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი “ჩერნომორეცთან” ერთად სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადება.
უკრაინული გუნდი ამჟამად ლონდონში იმყოფება და ფიზიკურ წვრთნას გადის, გუნდი მალე თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრება.
”ჩერნომორეცი” 26 იანვარს “შკუპის” წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
იანვრის დასაწყისში, გიორგი წიტაშვილის ბრატისლავას “სლოვანში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ მედიაში ბევრი იწერებოდა, თუმცა კიევის “დინამომ” გიორგის სეზონის ბოლომდე “ჩერნომორეცში” იჯარით დატოვება ამჯობინა.
გიორგი წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონში “ჩერნომორეცის” მაისურით 15 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
“ჩერნომორეცი” უკრაინის ჩემპიონატში 28 იანვარს შინ “მარიუპოლს” მიიღებს.





