“პაოკის” ქართველი ნახევარმცველი ნიკა ნინუა კარიერას “ანორთოსისში” გააგრძელებს. როგორც კვიპროსული მედია წერს, ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაიას გუნდს ერთწლინი იჯარით შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ ნინუა “ანორთოსისში” მე-3 ქართველი ფეხბურთელი იქნება გიორგი ლორიასა და ნიკა კაჭარავას შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა “პაოკს” “დინამო თბილისიდან” შეუერთდა და კვიპროსული გუნდის შემადგენლობაში 12 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.





