პსჟ-ს ახლადდანიშნულმა არგენტინელმა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ გუნდის სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა ტერფის ტრავმა მოიშუშა.
ბრაზილიელი მარსელთან, 13 იანვარს საფრანგეთის სუპერთასის მატჩში სათამაშოდ მზად არის, თუმცა მწვრთნელის გადასაწყვეტია მას რამდენად გამოიყენებს.
გუნდს ასევე დაუბრუნდნენ პრესნელ კიმპემბე, ლეანდრო პარედესი და დანილო პერეირა.
ნეიმარი სათამაშოდ მზად არის, ოთხშაბათს დილით ჩვენ გადავწყვეტთ, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მატჩში, – განაცხადა მაურისიო პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი 13 დეკემბერს, ლიონის ნახევარმცველის ტიაგო მენდეშის უხეში ვარდნის შემდეგ დაშავდა.
მან მოედანი თავისით ვერ დატოვა და საკაცით გაიყვანეს, რა დროსაც ტიროდა. თავდაპირველად ტრავმა სერიოზული ჩანდა, თუმცა საბედნიეროდ ეს არ გამართლდა.








