ტოკიო 2020-ზე ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მესამე დღეს, ნახევარფინალში ერთი ქართველი ფალავანი იჭიდავებს.
1/4 ფინალში რამაზ ზოიძე ალ ობაიდთან 23 წამში ოთხქულიანი და ორქულიანი გდებებით დაწინაურდა და პირველი პერიოდი 6:0 მოუგო. ქართველმა მოჭიდავემ საბოლოო ჯამში 10:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ნახევარფინალური დაპირისპირებები 13:15 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 4 აგვისტოს გაიმართება.





