ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში, ქალთა შორის ჩოგბურთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 60 ათასი დოლარია წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს მარიამ ბოლქვაძე.
ახალგაზრდა და ნიჭიერი ქართველი ჩოგბურთელი უკვე ტურნირის ნახევარფინალშია, სადაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ერთი ამოსუნთქვით მივიდა.
მარიამ ბოლქვაძემ, შარიპოვასა და აინიტდინოვას დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის 361-ე ჩოგანი, ბელარუსი შალიმირ ტალბისი დამაჯერებლად დაამარცხა და ნახევარფინალშიც დამსახურებულად გავიდა. პირველი სეტი ბოლქვაძემ უპრობლემოდ 6:1 მოიგო, მეორე პარტიაში კი როდესაც ანგარიში 2:0 იყო, ბელარუსმა მატჩი ტრავმის გამო შეწყვიტა.
ფინალში გასასვლელად ქართველ ჩოგბურთელს კვლავ ბელარუსული ბარიერი გადალახვა მოუწევს. ამჯერად მარიამ ბოლქვაძეს იულია ჰატუკას სახით გაცილებით გამოცდილი და ძლიერი მეტოქე ეყოლება, რომელიც რეიტინგის 262-ე ნომერია.








