„მანჩესტერ იუნაიტედი“ ერთ დროს მის შესანარჩუნებლად თავს არ ზოგავდა და ყველაფერს აკეთებდა გუნდში დაეტოვებინა, რაც მოახერხეს კიდეც, მაგრამ ახლა ვითარება რადიკალურად შეცვლილია.
როგორც ჩანს, დავიდ დე ხეას ერა „წითელ ეშმაკებში“ დასასრულს უახლოვდება. მანჩესტერული გრანდი ესპანელი მეკარისთვის ყოველკვირეულად იმ ხელფასის გადახდას აღარ აპირებს, რაც მას ამჟამად აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დე ხეა სეზონის ბოლოს ოცნებების თეატრს დატოვებს. შეგახსენებთ, დე ხეას ანაზღაურება კვირაში 411 ათასი ევროა.
გუნდის ხელმძღვანელობას, დე ხეასთვის კონპენსაციის გადახდა მოუწევს, რადგან ესპანელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ნიშანდობლივია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მხოლოდ მეკარეებს კვირაში ჯამში 670 ათას ევროს უხდის.
დევიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2011 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა. 10 წლის მანძილზე მან ჯამში ყველა ტურნირზე ერთად 454 გოლი გაუშვა.





