პორტუგალიაში მიმდინარე 23-წლამდე კანოეისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მარიამ ქერდიკაშვილმა საქართველოსთვის ისტორიული, ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ საკუთარ Facebook-გვერდზე თავის წარმატებას გამოეხმაურა.
„ჩემო მეგობრებო, დიდ მადლობას მოგახსენებთ გულშემატკივრობისათვის. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შედეგით ვასახელო ჩვენი ქვეყანა და გავახარო თქვენი გულები“, – განაცხადა ქერდიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი ფინალში, პირველ ადგილზე გასულ კანადელ კანოეისტს მხოლოდ 0,14 წამით ჩამორჩა.








