უნგრეთის ჩემპინატის 31-ე ტურში, ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარი“ მტკ-ს ესტუმრა და 1:3 დაამარცხა.
ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა მაშინ, როდესაც თავისი გუნდი 0:1 იგებდა. ბუდუმ შემოსვლიდან 30 წამში მეტოქეს საოცარი გოლი გაუტანა და სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.
„ფეჰერვარმა“ საბოლოოდ 1:3 მოიგო და თასის ფინალასთვის ბოლო რეპეტიცია გაიარა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი რამდენიმე დღეში ფინალში გიორგი ბერიძის „უიპეშტს“ შეხვდება.
ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში 30 მატჩში 8 გოლი გაიტანა, თასზე კი სამჯერ გამოიჩინა თავი.








