საქართველოს ნაკრებისა და “უიპეშტის” 28 წლის ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ “დებრეცენის” გაუტანა. უნგრეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში “უიპეშტი” “დებრეცენის” ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 1:2 დაამარცხა.
ბუდუმ გოლი შეხვედრის მე-5 წუთზე გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ბერიძემ მიიღო. 24 წლის შემტევმა მოედანზე 78 წუთი გაატარა.
ცნობისთვის ბუდუ ზივზივაძე “უიპეშტს” 6-თვიანი იჯარით “ფეჰერვარიდან” შეუერთდა. გამოცდილმა ფეხბურთელმა ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ, 4 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.





