ერთადერთი გამოძახება მან ინგლისის ნაკრებიდან 2019 წელს მიიღო, თუმცა ტრავმის გამო გუნდს ვერ შეუერთდა. მას მერე, აარონ უან ბისაკას გარეთ საუთგეიტი აღარ იხმობს.
„მანეჩესტერ იუნაიტედის“ მცველიც ამის გამო გაბრაზებულია. ბისაკა ულტიმატუმს აყენებს და ამბობს, რომ თუ მარტის სანაკრებო მატჩებში ნისლიანი ალბიონის ნაკრებიდან მას მოწვევა არ მოუვა, მაშინ ინგლისის პასპორტზე უარს იტყვის და შესაბამისად სხვა ქვეყნის ღირსებას დაიცავს.
ეს სხვა ქვეყანა კი განაა, მითუფრო რომ ბისაკას აფრიკელთა ახალგაზრდულ ნაკრებში ბურთი უკვე უგორებია.
აარონ ბისაკამ, მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში 36 მატჩი გამართა და 2 გოლი გაიტანა.








