კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ თურქულ „სივასპორთან“ ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
გუშინდელი მატჩის შემდეგ ბათუმური კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის წევრებს თავდადებისთვის და ღირსეული თამაშისთვის, ასევე ყველას ვინც გვქომაგობდა და ჩვენს ემოციებს იზიარებდა. დინამო ბათუმი განვითარების სწორ გზაზე დგას და მჯერა, რომ მალე დიდ გამარჯვებებს ვიზეიმებთ!“, – აცხადებს ბერიძე.








