რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში ყაზანის “რუბინი” “ნიჟნი ნოვგოროდთან” 1:2 დამარცხდა.
ყაზანელთა მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით იმედგაცრუებულია და მან ეს მოედანზეც გამოავლინა.
ქართველმა შემტევმა 51-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და სლუცკიმ ის ნაადრევად შეცვალა.
საგულისხმოა, რომ ხვიჩა მოედნიდან უკმაყოფილო და იმედგაცრუებული გავიდა, მან მოედანზე ხელთათმანები მოისროლა და ეგრევე გასახდელში წავიდა ისე, რომ სლუცკისთვის არც შეუხედავს.
მატჩის შემდეგ სლუცკიმ პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩაზეც ისაუბრა.
– რა არის ხვიჩას ასე ადრე შეცვლის მიზეზი?
“ხელთათმანების გადაგდებით თუ ვიმსჯელებთ, შეცვლით უკმაყოფილო იყო. არ ვიცი, კმაყოფილია თუ არა, მაგრამ მოედანზე მისი მოქმედებებიდან გამომდინარე, შეცვლას ჯერ კიდევ შესვენებაზე ვფიქრობდი”
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.





