ბელგიის „პროქსიმუს“ ლიგის მე-14 ტური წარუმატებელი გამოდგა ჟორჟ მიქაუტაძისთვის. ქართველი ფეხბურთელის სერენი საკუთარ მოედანზე მოლენბეეკს შეხვდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი 89-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა.მიქაუტაძე ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთისთვის ბრძოლის დროს ჰაერში ახტა და დაშვებისას ფეხი მეტოქეს დააბიჯა.
ჟორჟი მსაჯს უმტკიცებდა რომ ეს განზრახ არ გაუკეთებია, თუმცა არბიტრმა მიქაუტაძის თხოვნა არ გაითვალისწინა და ქართველი ფეხბურთელი წითელი ბარათით „დააჯილდოვა“. შესაბამისად, ჟორჟი მომდევნო ტურის თამაშს გამოტოვებს.
14 ტურის შემდეგ სერენი სატურნირო ცხრილში 25 ქულით მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება მიქაუტაძეც, მას 14 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი.






